პრესრელიზი
23 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
"Western Union"-ის გათამაშების პრიზის მფლობელი საქართველოს ბანკის რვა მომხმარებელი გახდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 იანვარი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, რომ 2011 წლის 15 დეკემბერს გამართული, "Western Union"-ის გათამაშების გამარჯვებულიდან რვა, საქართველოს ბანკის მომხმარებელია. ეს გამარჯვებულთა ყველაზე დიდი რიცხვია ერთი ბანკიდან. რვავე მათგანს გადაეცემა "Western Union"-ის მიერ დაწესებული პრიზი თვითმფრინავის ბილეთის 400 აშშ დოლარის მოცულობის ვაუჩერი.
გათამაშებაში მონაწილეობდა, როგორც გზავნილების მიმღები, ისე გამგზავნი მომხმარებელი. ყოველ პირს, რომელმაც ისარგებლა "Western Union Money Transfer"-ის ფულადი გზვანილების მომსახურებით 2011 წლის 2 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ოპერატორისგან მიიღო "Western Union Money Transfer"-ის ნიშნით აღნიშნული პრომო კუპონი. მოგებული კუპონების იღბლიან მფლობელებს კი, ჩატარებული გათამაშების შედეგად, ხსენებული ვაუჩერები გადაეცათ.
მომხმარებელმა, რომელმაც "Western Union"-ის აქციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის მეშვეობით, შეეძლო ბანკის სერვისცენტრიდან ან ბანკომატიდან გაეგზავნა/გაენაღდებინა WesternUnion-ის გზავნილი. აქციაში მონაწილეობისათვის გზავნილის მინიმალური თანხა არ იყო განსაზღვრული. ბანკომატით გაგზავნილი გზავნილი კი ითვლებოდა ორ გზავნილად.
პირველი გათამაშება გაიმართა 2011 წლის 15 დეკემბერს, ხოლო მომდევნო - 2012 წლის 16 თებერვალს გაიმართება. პირველ გათამაშებაში მოხვდა აქციაში მონაწილე ყველა მომხმარებლის კუპონი, აქციაში მონაწილე ყველა ბანკიდან. გათამაშების შედეგად გამოვლინდა 25 გამარჯვებული. სწორედ ამ გამარჯვებულთა სიიდან ყველაზე მეტი საქართველოს ბანკის მომხმარებელი აღმოჩნდა.
"Western Union"-ის სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემით სარგებლობა, საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, სატელეფონო ცენტრში და ასევე ბანკომატით არის შესაძლებელი. სისტემით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში, თანხის მიღება/გაგზავნა აშშ დოლარში და ევროში, გზავნილებისთვის საჭიროა სულ 10-15 წუთი.